პროექტის სახელწოდება:
მხიარული ნოტები
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებმა შეისწავლონ თანმიმდევრულად მუსიკალური
ბგერები.
პროექტის აქტუალობა:
რადგან მოსწავლეთა ინტერესი იმდენად მაღალი იყო,რომ საკლასო აქტივობა არ აღმოჩნდა საკმარისი
მიეგოთ სრულყოფილი ცოდნა,ასევე აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ
მათი მუსიკის სამყაროში მოგზაურობისათვის.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა შეძლონ ნოტების სახელების სწორად ჩამოთვლა, პირველკლასელთათვის მნიშვნელოვანია
ისწავლონ სწორად ინტონირება,ბგერის გასუფთავება,სწორად და გამართულად სიმღერა.გამოიმუშაონ
მელოდიის აღქმის,სმენის,რითმის უნარები.შეძლონ ნოტების და ინტონაციის აღმავალი-დაღმავალი
მიმართულების ამოცნობა.
მოსწავლეთა ასაკი:
6 წელი (I
კლასი)
ვადები/ხანგძლივობა:
1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები იმღერებენ სწორად,გუნდურად და ინდივიდუალურად,მიეჩვევიან
სერეაციას და სწორი ტერმინოლოგიის გამოყენებას.ზოგადად მათში გაჩნდება მეტი ინტერესი
და სიყვარული მუსიკის მიმართ.გავაკეთებთ ბლოგს,სადაც გადავიტანთ პროექტის მსვლელობის
ფოტოებს,ვიდეოს,მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნახატებს.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სასიმღერო მასალა (დისკი),პროექტორი,კომპიუტერი,ფერადი
ქაღალდებისაგან გამოჭრილი კაცუნები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები): კითხვა-პასუხი,სიმღერა "დო,რე,მი",ფილმის მონაკვეთის ჩვენება "მუსიკის ჰანგები",შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგნებთან ინტეგრირება
არ გვაქვს .მოსწავლეებმა შეძლონ ნოტების სახელების
სწორად ჩამოთვლა, პირველკლასელთათვის მნიშვნელოვანია ისწავლონ სწორად ინტონირება,ბგერის
გასუფთავება,სწორად და გამართულად სიმღერა.გამოიმუშაონ მელოდიის აღქმის,სმენის,რითმის
უნარები.შეძლონ ნოტების და ინტონაციის აღმავალი-დაღმავალი მიმართულების ამოცნობა.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
მაკა ცაცანაშვილი
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: m.tsatsanashvili@gmail.com
ძალიან საინტერესო პროექტია
ОтветитьУдалитьმადლობაააა......
Удалить