გაკვეთილის თემა
|
ფლეიტა
|
დრო (წთ)
|
საგნობრივი სფერო
|
მუსიკა- ისტის გამოყენებით
|
|
სამიზნე ჯგუფი
|
საბაზო . VIII კლასი
|
|
მიზნები და ამოცანები (გაკვეთილის მიზნები და ამოცანები)
|
კლასიკური ჩასაბერი საკრავი-ფლეიტის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის
მიწოდება მოსწავლეებისათვის,საკრავის უკეთ გაცნობა, ინტერესის გაღვივება.ფლეიტის
უმნიშვნელოვანესი როლის გაანალიზება ორკესტრში,მსგავს საკრავებთან დაკავშირება და
მსგავსება-განსხვავების გამოყოფა.დიდი გერმანელი პოლიფონისტი ი.ს.ბახის სიუტია „ხუმრობა“
მოსმენა-ანალიზის გაკეთება და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და სიმფონიური
ორკესტრის მცირე იმფორმაციული კავშირი,საგაკვეთილო თემასთან.
მუს.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
|
|
გაკვეთილის არწერა (გაკვეთილის სტრუქტურა და აქტივობების
აღწერა)
|
I აქტივობა- ვერბალური ახსნა
კლასის ორგანიზების,გაკვეთილის
თემის,მიზნის
და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
II აქტივობა- კითხვა-პასუხი
წინარე ცოდნის გააქტიურება
გაკვეთილი
დავიწყე წინარე ცოდნის გააქტიურებით, ინსტრუმენტი ფლეიტის წარმოშობის შესახებ კლასი
იხსენებს და საუბრობს ბერძნული ლეგენდის ერთ-ერთ ვერსიაზე „პანის ფლეიტა“.გამოვყე
ფლეიტის უმნიშვნელოვანესი როლი ორკესტრის შემადგენლობაში და დავსვი რამოდენიმე საკვანძო
კითხვა:
. არის თუ არა ფლეიტა სიმფონიური ორკესტრის შემადგენელი
ნაწილი?
. გაიხსენეთ ორკესტრის სახეობები.
. დაასახელეთ კლასიკურ ჩასაბერ საკრავთა ჯგუფის წევრი
ინსტრუმენტები...
მოსწავლეები
გაიხსენებენ, ჩამოთვლიან ორკესტრის სახეობებს,კლასიკურ ჩასაბერ საკრავებს და ინდივიდუალურად
კითხვებზე პასუხით მოახდენენ უკუკავშირს.
III აქტივობა- ინფორმაციული ტექნოლოგიების
გამოყენება
კომპიუტერის
საშუალებით, ეკრანზე პროექტორის გამოყენებით ვუჩვენე PowerPoint-ში
შექმნილი პრეზენტაციის სლაიდები ფლეიტის
თემაზე.
დავსვი კითხვა:
. შეადარეთ ერთმანეთს კლასიკური ჩასაბერი საკრავი-
ფლეიტა და ხალხური საკრავი-სალამური.
მოსწავლეები
აკეთებენ შედარებას ფლეიტასა და სალამურს შორის,აღმოაჩენენ ამ ორ საკრავს შორის
მსგავს და განმასხვავებელ თვისებებს (შემადგენლობის,ხმოვანების,გარეგნობის,
ჟღერადობის,საკრავთა ჯგუფის გამოყენების არეალის შესახებ).
IV აქტივობა- ინტერაქტიული მინი-ლექცია
მოკლეთ ვისაუბრე
ი.ს.ბახის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე და კომპიუტერის გამოყენებით მოსწავლეებს
მოვასმენინე მისი ცნობილი სიუიტა “ხუმრობა“,რომელშიც მუსიკის მთავარი თემა,პარტია
მიჰყავს საკრავ ფლეიტას. (გამოვიყენე პროგრამა
youtube).
მოსმენის
შემდეგ მოსწავლეებმა წყვილებში გააკეთეს მოსმენილი ნაწარმოების ანალიზი,გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები
და სრულყოფილად შეიგრძნეს ფლეიტის საოცრად ნაზი,მსუბუქი ჟღერადობა, მისი ტემბრი.
V აქტივობა- Google earth- გუგლ დედამიწა
პროგრამის
გამოყენება
Google
earth პროგრამის გამოყენებით ვუჩვენე კლასს ვიდეო ტური საგაკვეთილო თემაზე და ვიმოგზაურეთ
თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში.
ვიდეო ტურის
ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა გაიხსენეს ცნობილი ქართველი მუსიკოსები,ისაუბრეს მათთვის
კარგად ნაცნობ თანამედროვე შემსრულებლებსა
და დირიჟორებზე,მაგ: ჯ.კახიძე,ნ.რაჭველი, ხ.ბუნიათაშვილი და ა.შ.
VI აქტივობა- შეფასება
|
3წთ
10წთ
12წთ
10წთ
6წთ
4წთ
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი-განმავითარებელი შეფასება,წყვილებში
და ინდივიდუალურად.
|
|
მასალები (სასწავლო რესურსები რომელიც გაკვეთილზე
გამოიყენება,ინფორმაცია ბეჭდურ მასალებზე ან URL მისამართები ვებ.რესურსების და ლემილის მასალების)
|
|
|
ხელსაწყოები
(რომლებიც გამოიყენება გაკვეთილზე)
|
1კომპიუტერი,პროექტორი.
|
|
суббота, 8 июня 2019 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)