воскресенье, 30 ноября 2014 г.

დღე მეშვიდე

დღეს გავეცანით  თვითშეფასებას და მოსწავლეთა შეფასებას ინტელის სახელმძღვანელოში.მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით გავაკეთეთ სლაიდები და გადავიტანეთ ბმული ბლოგზე. საინტერესო დღე იყო. ;)

суббота, 29 ноября 2014 г.

დღე მეექვსე

ვისწავლეთ კომენტარების დადება,ჩასწორება და გაუქმება word-ში.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება და შეფასების  რუბრიკა,ჩანართების და you.tube-დან ვიდეოს გადატანა ბლოგზე.

вторник, 25 ноября 2014 г.

დღე მეხუთე

პროექტის გეგმაში შევიტანეთ შეფასებები,ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობა,გავაკეთეთ power point-ში პროექტის თემისათვის-სლაიდებით (მოსწავლის თვალით დანახული სამუშაო).

четверг, 20 ноября 2014 г.

დღე მეოთხე

პროექტის გეგმაში ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩო.power pont-ში ვიმუშავეთ და პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე.

воскресенье, 16 ноября 2014 г.

დღე - მესამე

პროექტისათვის გამოვიყენეთ: ე.ს.გ, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის განახლებული ტაქსონომია.გავეცანით თუ რა არის ელ.კოლაბორაციული თანამშრომლობა,ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება google doc- ის საშუალებით.

суббота, 15 ноября 2014 г.

დღე მეორე

ბევრი რამ ვისწავლეთ-შევარჩიეთ პროექტის თემა-იდეა.ინტერნეტში მოვიძიეთ ლამაზი სურათები,ასევე ანიმაციური ფოტოები,ვისწავლეთ ელ.პუბლიკაციების და ბროშურების კეთება word-ში და ვნახეთ მზა მასალა ინტელის სახელმძღვანელოში.დავაკვირდით და კარგად განვიხილეთ...ბოლოს შევქმენით ბუკლეტი მშობელთათვის (დაინტერესებული პირებისათვის);