понедельник, 7 июля 2014 г.

პროექტი- მხიარული ნოტები

პროექტის სახელწოდება: მხიარული  ნოტები
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეისწავლონ თანმიმდევრულად მუსიკალური ბგერები.
პროექტის აქტუალობა: რადგან მოსწავლეთა ინტერესი იმდენად მაღალი იყო,რომ საკლასო აქტივობა არ აღმოჩნდა საკმარისი მიეგოთ სრულყოფილი ცოდნა,ასევე აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ მათი მუსიკის სამყაროში მოგზაურობისათვის.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ნოტების სახელების სწორად ჩამოთვლა, პირველკლასელთათვის მნიშვნელოვანია ისწავლონ სწორად ინტონირება,ბგერის გასუფთავება,სწორად და გამართულად სიმღერა.გამოიმუშაონ მელოდიის აღქმის,სმენის,რითმის უნარები.შეძლონ ნოტების და ინტონაციის აღმავალი-დაღმავალი მიმართულების ამოცნობა.
მოსწავლეთა ასაკი: 6 წელი (I კლასი)
ვადები/ხანგძლივობა: 1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები იმღერებენ სწორად,გუნდურად და ინდივიდუალურად,მიეჩვევიან სერეაციას და სწორი ტერმინოლოგიის გამოყენებას.ზოგადად მათში გაჩნდება მეტი ინტერესი და სიყვარული მუსიკის მიმართ.გავაკეთებთ ბლოგს,სადაც გადავიტანთ პროექტის მსვლელობის ფოტოებს,ვიდეოს,მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნახატებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასიმღერო მასალა (დისკი),პროექტორი,კომპიუტერი,ფერადი ქაღალდებისაგან გამოჭრილი კაცუნები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): კითხვა-პასუხი,სიმღერა "დო,რე,მი",ფილმის მონაკვეთის ჩვენება "მუსიკის ჰანგები",შეფასება.
                                                                                  
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგნებთან ინტეგრირება არ  გვაქვს .მოსწავლეებმა შეძლონ ნოტების სახელების სწორად ჩამოთვლა, პირველკლასელთათვის მნიშვნელოვანია ისწავლონ სწორად ინტონირება,ბგერის გასუფთავება,სწორად და გამართულად სიმღერა.გამოიმუშაონ მელოდიის აღქმის,სმენის,რითმის უნარები.შეძლონ ნოტების და ინტონაციის აღმავალი-დაღმავალი მიმართულების ამოცნობა.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაკა ცაცანაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: m.tsatsanashvili@gmail.com