მშვენიერი დღე იყო!საოცრად პოზიტიური,კომუნიკაბელური,წარმატებული...ყველას გვიხაროდა ერთმანეთის წარმატება...სასიამოვნოა როცა ნაწვალებს და ნამუშევარს შეძლებისდაგვარად სრულყოფილს ხედავ, ამისთვის მადლობა ჩვენ ტრენეეეერს )))))))))))))))
вторник, 2 декабря 2014 г.
понедельник, 1 декабря 2014 г.
დღე მერვე
უჰ, ნაყოფიერი დღე იყო ))))...ფაქტიურად მოვამთავრეთ უამრავი სამუშაო და განვათავდეთ ბლოგზე...მე პირადად კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა :)..ვემზადებით ტრენინგის ბოლო წარმატებული დღისათვის... ;)
воскресенье, 30 ноября 2014 г.
დღე მეშვიდე
დღეს გავეცანით თვითშეფასებას და მოსწავლეთა შეფასებას ინტელის სახელმძღვანელოში.მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით გავაკეთეთ სლაიდები და გადავიტანეთ ბმული ბლოგზე. საინტერესო დღე იყო. ;)
суббота, 29 ноября 2014 г.
დღე მეექვსე
ვისწავლეთ კომენტარების დადება,ჩასწორება და გაუქმება word-ში.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება და შეფასების რუბრიკა,ჩანართების და you.tube-დან ვიდეოს გადატანა ბლოგზე.
вторник, 25 ноября 2014 г.
დღე მეხუთე
პროექტის გეგმაში შევიტანეთ შეფასებები,ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობა,გავაკეთეთ power point-ში პროექტის თემისათვის-სლაიდებით (მოსწავლის თვალით დანახული სამუშაო).
четверг, 20 ноября 2014 г.
დღე მეოთხე
პროექტის გეგმაში ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩო.power pont-ში ვიმუშავეთ და პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე.
воскресенье, 16 ноября 2014 г.
დღე - მესამე
პროექტისათვის გამოვიყენეთ: ე.ს.გ, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის განახლებული ტაქსონომია.გავეცანით თუ რა არის ელ.კოლაბორაციული თანამშრომლობა,ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება google doc- ის საშუალებით.
суббота, 15 ноября 2014 г.
დღე მეორე
ბევრი რამ ვისწავლეთ-შევარჩიეთ პროექტის თემა-იდეა.ინტერნეტში მოვიძიეთ ლამაზი სურათები,ასევე ანიმაციური ფოტოები,ვისწავლეთ ელ.პუბლიკაციების და ბროშურების კეთება word-ში და ვნახეთ მზა მასალა ინტელის სახელმძღვანელოში.დავაკვირდით და კარგად განვიხილეთ...ბოლოს შევქმენით ბუკლეტი მშობელთათვის (დაინტერესებული პირებისათვის);
понедельник, 1 сентября 2014 г.
დღე - პირველი
გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს.შევქმენით ელექტრონული პორფოლიო,სახელი გადავარქვით ბლოგს,შევცვალეთ დიზაინი და ასე შემდეგ...
четверг, 10 июля 2014 г.
понедельник, 7 июля 2014 г.
პროექტი- მხიარული ნოტები
პროექტის სახელწოდება:
მხიარული ნოტები
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებმა შეისწავლონ თანმიმდევრულად მუსიკალური
ბგერები.
პროექტის აქტუალობა:
რადგან მოსწავლეთა ინტერესი იმდენად მაღალი იყო,რომ საკლასო აქტივობა არ აღმოჩნდა საკმარისი
მიეგოთ სრულყოფილი ცოდნა,ასევე აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ
მათი მუსიკის სამყაროში მოგზაურობისათვის.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა შეძლონ ნოტების სახელების სწორად ჩამოთვლა, პირველკლასელთათვის მნიშვნელოვანია
ისწავლონ სწორად ინტონირება,ბგერის გასუფთავება,სწორად და გამართულად სიმღერა.გამოიმუშაონ
მელოდიის აღქმის,სმენის,რითმის უნარები.შეძლონ ნოტების და ინტონაციის აღმავალი-დაღმავალი
მიმართულების ამოცნობა.
მოსწავლეთა ასაკი:
6 წელი (I
კლასი)
ვადები/ხანგძლივობა:
1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები იმღერებენ სწორად,გუნდურად და ინდივიდუალურად,მიეჩვევიან
სერეაციას და სწორი ტერმინოლოგიის გამოყენებას.ზოგადად მათში გაჩნდება მეტი ინტერესი
და სიყვარული მუსიკის მიმართ.გავაკეთებთ ბლოგს,სადაც გადავიტანთ პროექტის მსვლელობის
ფოტოებს,ვიდეოს,მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნახატებს.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სასიმღერო მასალა (დისკი),პროექტორი,კომპიუტერი,ფერადი
ქაღალდებისაგან გამოჭრილი კაცუნები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები): კითხვა-პასუხი,სიმღერა "დო,რე,მი",ფილმის მონაკვეთის ჩვენება "მუსიკის ჰანგები",შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგნებთან ინტეგრირება
არ გვაქვს .მოსწავლეებმა შეძლონ ნოტების სახელების
სწორად ჩამოთვლა, პირველკლასელთათვის მნიშვნელოვანია ისწავლონ სწორად ინტონირება,ბგერის
გასუფთავება,სწორად და გამართულად სიმღერა.გამოიმუშაონ მელოდიის აღქმის,სმენის,რითმის
უნარები.შეძლონ ნოტების და ინტონაციის აღმავალი-დაღმავალი მიმართულების ამოცნობა.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
მაკა ცაცანაშვილი
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: m.tsatsanashvili@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)